Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა განცხადებას აკეთებს ილჰამ ალიევი საქართველოსთან დაკავშირებით?

July 19, 2025
რა განცხადებას აკეთებს ილჰამ ალიევი საქართველოსთან დაკავშირებით?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ალიევი აღნიშნავს, აზერბაიჯანი მზად უნდა იყის, არა მხოლოდ მიიღოს და დაამუშაოს ტვირთები, არამედ გადაამისამართოს ისინი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.

„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
  • 🎥 დაპირისპირება მელიქიშვილის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • როგორ პასუხობს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ახობაძის დღევანდელ განცხადებას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge