მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული აქტივისტი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს.
„პირადად მე, რაც არ უნდა დამემართოს, ვცდილობ ხოლმე, რო მედგრად ვიდგე, მაგრამ სხვებს როცა უსჯიან, სულ ტირილით ვსკდები. ასე მოხდა გუშინ. გუშინ ჩემ მეგობარს, ანრი კვარაცხელიას მიუსაჯეს. იშვიათია მასსავით უბოროტო და ალალ-მართალი ადამიანი. ვიცი, ახლა თავის ემიგრანტ დედაზე ნერვიულობს. გთხოვთ, მისწეროთ წერილები და გაამხნევოთ — ეს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვინც წერილს ვერ აგზავნის, აქ კომენტარებში გაამხნევეთ და შევუგზავნით. ახლა სხვადასხვა საკნებში ვართ და მეც ვეცდები, მივწერო. ანრი, ჩემი ძმა ხარ! მიყვარხარ! აქედან მალე გავალთ — ამაყად და ყველას გავცემთ პასუხს, ვინც უსამართლოდ მოგვექცა.
P.S. —თეა წულუკიანი Thea Tsulukiani, ნანუკას ფრჩხილადაც არ ღირხარ, შე ბოროტების სამარე“, აღნიშნიულია წერილში.
შეგახსენებთ, ანრი კვარაცხელიას სასამართლომ გუშინ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.