Sunday, July 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ახლა ყველაფერი გასაგებია…“ – როგორ ეხმაურება მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის დღევანდელ გზავნილს?

July 19, 2025
„როდესაც დამოუკიდებელია ქვეყანა, მას ყველა ებრძვის, პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობა არავის ინტერესში არ ჯდება“ – მდინარაძე

ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს შესახებ წერს: „ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.“

აღნიშნულს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით ეხმაურება.

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ.

ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ქონდა. “დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და “სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს;

2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს;

3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა – ღია ომში;

4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს “ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც – პოზიტიური და მხარდამჭერი.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს – ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის “დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება”,- წერს მდინარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
  • 🎥 დაპირისპირება მელიქიშვილის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • როგორ პასუხობს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ახობაძის დღევანდელ განცხადებას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge