აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზადან ტყვეების გათავისუფლების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
„მძევლების უმეტესობა უკვე დავაბრუნეთ. ძალიან მალე კიდევ 10 ადამიანი დაბრუნდება და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი მალე დასრულდება“, – თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, 6 ივლისიდან ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები დოჰაში მორიგი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სადაც აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი 60-დღიანი ზავის წინადადება განიხილება.
ზავის წინადადება 60 დღის განმავლობაში 10 მძევლის და 18 ცხედრის დაბრუნებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ, ისრაელი დაკავებულ პალესტინელებს გაათავისუფლებს.