საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“არ შემეხო, დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მიცავს” – აი, ამას გაიძახიან მწამებლები!!!
პარლამეტმა პირველი რა კანონიც უნდა მიიღოს, ესაა დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნა და აი, მერე ნახავთ ვის მოუნდება დეპუტატობა და ვის არა.
ან რატომ უნდა იცავდეს მწამებლეს და დამნაშავეებს დეპუტატის იმუნიტეტი?! – მიიღეთ ეს ისტორიული გადაწყვეტილება და აი, მერე ნახავთ რამდენს აღარ მოუნდება დეპუტატობა და აქციები… სცადეთ!
P.S. ბევრ ქვეყანაში დეპუტატს იმუნიტეტი არიცავს”, – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულს რეჟისორი ქეთი დოლიძე გამოეხმაურა, რომელმაც პოსტის კომენტარებში დაწერა:
“ზუსტად ასეა! და ამ მტარვალებს ჩვენ ვინახავთ, რამხელა ხელფასით! მერე, სოცოცხლის ბოლომდე მიიღებენ ხელფასს!” – წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.