„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ირაკლიმ კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ოთხი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი – ყველაფერს იზამს, თქვენ არაფერ არ გაგიკვირდეთ.
ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, ყოფილი სუს-ის უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, ეგენი გონზე კიდევ კაიხანს ვერ მოვლენ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, – განაცხადა გოცირიძემ.