შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ გააკეთა კომენტარი.
„გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზეც. მან სამ წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა, რომ არ ახსოვს ვისთან რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს და 5 წუთში თქვა, რომ ამერიკის ელჩს შეხვდა და ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა თავისი თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა და ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, გარბის ყველა შემთხვევიდან. გაიქცა 2021 წელს “ქართული ოცნებიდან”, ახლა თავის პარტიას გაექცა, დარბის და თან იტყუება. მის პროფილს და რა ღირებულებების მატარებელიცაა ამას ყველა პირდაპირ ეთერში ხედავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.