თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:
„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ – წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს საავადმყოფოში შეიყვანეს. შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. დღეს კი, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.