ჟურნალისტი, “მთავარი არხის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე, მაღაზიაში ყოფნისას, ერთ ნაცნობ ქალბატონთან შეხვედრის ამბავზე წერს:
“არ შემიძლიათ, არ მოგიყვეთ – ახლა მაღაზიაში ჩემს კარგ ნაცნობ ქალს შევხვდი. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო. შუა მაღაზიაში, პროდუქტით ხელში იდგა ქალი და გულამოსკვნილი ქვითინებდა – მითხრა, რომ უსუსურობისა და უსამართლობის შეგრძნება კლავდა და ღამეები არ ეძინა. რამდენია ასეთ მდგომარეობაში?! – უამრავი ადამიანი, ათიათასობით, ასიათასობით!”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
