„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„მიშას და ბიძინას “თემუდან” გამოწერილ მუტანტს – ხაზარაძეს, გახარიას და მათზე აყოლილ ნაცრისფერ არარაობებს ვურჩევ ფედერალისტებისთვის ნაცების დაძახება შეწყვიტონ (ვაზუსტებ – ანუ იმ 8 პარტიისთვის, სადაც ჩვენც ვართ და რომლებიც პროტესტის ერთგული ვრჩებით და ბიძინას სისტემურ ოპოზიციად არ ვეტენებით).
ფოკუსი ახლა სხვაგან მაქვს დაჭერილი – თქვენ მხოლოდ კოლატერალურ ზიანს იღებთ.
ნუ გამხდით იძულებულს გავანაწილო, ჩემი კრეატიული უნარები თქვენზეც მოვმართო და აგაოხროთ სახელოვნად, თქვე პირის ნაცვლად პარაშიანებო“, – წერს ის.