რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „დონალდ ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა.“
„შედეგების მოლოდინში მსოფლიო შეკრთა. აგრესიულად განწყობილი ევროპა იმედგაცრუებული დარჩა. რუსეთს ეს არც კი ადარდებდა“, – აღნიშნავს მედვედევი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.