იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნატა მახვილაძეს, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაუპირისპირდა. მიზეზი იუსტიციის მინისტრის ბრიფინგზე TV – “პირველის” გადამღების ჯგუფის არშეშვება გახდა.
“ეს კადრებია თქვენი დასასრული!!! ციხის კადრებით მოსულები, გადაყვებით ციხის ამ კადრებს! მანქანიდან გადმოთრევის კადრებიც დადეთ ეხლა და საკუთარი განაჩენის ბოლო წერტილს დასვამთ! Natalia Makhviladze, როგორ გაბედე და ტვ “პირველი” ბრიფინგზე მხოლოდ დამთავრების შემდეგ შეუშვი?!!! ამ ცხოვრების დედა, იცი, რატომ ვატირე მე? შენ-მიშას ცნობილი გამპრავებელი რომ იცავ დღეს ,,ოცნებას,, ტვ ,,პირველისგან”!!! შენ ცხრა წელი მიშას ქება-დიდების დიდოსტატი რომ “ოცნების” მეხამრიდი გახდი დღეს!!! ესაა ხელისუფლების ორმაგი და მახინჯი სახე-ის ხალხი იცავს დღეს თავისუფალი ჟურნალისტებისგან ხელისუფლებას და ის ხალხი უდგას მოწინააღმდეგე მხარეს სააკაშვილს, ვინც, როცა ჩვენ ვაკრიტიკებდით, მის მზეს იფიცებდა. მართლა მომბეზრდა ეს “სვეტსკაობა”, სკლეროტიკობა და პირში წყალი! ამოხვედით ყელში!”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს:
“თაგი მოხსნა მახვილაძემ, რომელიც ზოგადად, ტელევიზიაში ჩემი მიყვანილია. მიშას მზის მოფიცარი ჟურნალისტი, სანამ ის პრეზიდენტი იყო! მიშაზე თვალები ებინდებოდათ, მათი ღმერთი იყო მიშა მაშინ…
შოკში ვარ! სააკაშვილის მონა დღეს ჩვენს ჟურნალისტებს იცავს, ოღონდ ამჯერად, მიშას საწინააღმდეგო ბრიფინგზე.
მე აღარ შემიძლია ეს ყველაფერი და სხვისი არ ვიცი! მახვილაძე-მიშას მონა იცავს დღეს ოცნებას “თავისუფალი მედიისგან”, – წერს ტელეწამყვანი FACEBOOK- პოსტის კომენტარებში.
აღნიშნულს გამოეხმაურა “მთავარი არხის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელმაც ინგა გრიგოლიას სტატუსის ქვეშ დაწერა:
“ამ სამარცხვინო ქალს ურჩევნია ქუჩაში არ შემხვდეს – ამ ყველაფრის გამპრავებელ არამზადას!”
ინგა გრიგოლია: – “მთელი არქივი უნდა ამოუყაროს კაცმა-ამის ღირსია! მიშას მონა რომ იყო”
ეკა კვესიტაძე: – “მონა მონაა ინგა, იმ დროს ყველაზე დიდი მონები ახლა ამათი მონები არის. უნდა შეაფურთხო ასეთებს”
ინგა გრიგოლია: – “ნერვები ისე მაქვს აშლილი, აწი მიყურონ”
https://mix.metronome.ge/23540-2/