ვრცელდება 2024 წლის 30 მარტს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს დღეს ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ბზარი ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჰქონდა. ბზარები შენობას დაჰყვებოდა, როგორც გარე ფასადზე, ასევე შიგნითაც.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ბზარების შესახებ თბილისის მერიას რამდენჯერმე შეატყობინეს.
უზარმაზარი ბზარი ჰქონდა. მერიაში დავრეკე, ჩამოვარდება და დახოცავს ხალხს-მეთქი […] მინიმუმ 10-ჯერ მაქვს მიმართული“ – მოქალაქე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან
ცნობისთვის, “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.