8 პირის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ თუკი სხდომიდან სოციალურ ქსელში რაიმე ფოტო გავრცელდება, სხდომას დახურავს.
“ვთქვი, რომ თუ ვნახავდი სოციალურ ქსელში ფოტოებს, მივიღებდი ზომებს, ამის მიუხედავად მაინც გადაიღეთ ფოტო სხდომაზე, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში.
არ მინდა, რომ მივიღო ზომები, იმიტომ რომ ეს იყო ბატონი ვასილ კაძელაშვილის შვილთან მიმართებაში და შესაბამისად არ მინდა, რომ გამოვიყენო შემდგომ რამე საშუალება, მაგრამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ თუ მსგავსი რამე გამეორდება, აღნიშნული სასამართლო შემდგომ შეაფასებს და გამოიყენებს შესაბამისი ღონისძიებებს, მათ შორის, შესაძლებელია, რომ მომიწიოს სხდომის დახურვა.
ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მიაქციოთ ყურადღება… კიდევ ერთხელ ვამბობ, კიდევ ერთხელ იქნება აღნიშნული განმეორებული, აუცილებლად გამოვიყენებ ამ ღონისძიებებს. ვიმედოვნებ, არ დამჭირდება და ღია სხდომით გავაგრძელებ საქმის განხილვას“, – განაცხადა მოსამართლე მჭედლიშვილმა.