Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი

July 13, 2025
რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი

საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლების შესახებ “მეტრონომი” ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ესაუბრა. მან განმარტა ქვეყნის რომელ ნაწილში გვხვდება შხამიანი გველები, კერძოდ, გიურზა და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი ნაკბენის დროს.

ქვეყნის რომელ ნაწილშია შხამიანი გველები გავრცელებული და დედაქალაქის რომელ უბნებში გვხვდება გიურზა?

საქართველოში შხამიანი გველები თითქმის მთელს ტერიტორიაზეა გავრცელებული. დასავლეთში ცხვირქოსანაც გვხვდება, კერძოდ, ზემო აჭარაში, კავკასიური და დინიკის გველგესლებიც.
რაც შეეხება გიურზას ის ბინადრობს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, კახეთში, თბილისის სამხრეთით და ქვემო ქართლში. დედაქალაქში წელსაც დაფიქსირდა გიურზასთან შხვედრის შემთხვევები, დაახლოებით 3-4 მსგავსი ფაქტია აღრიცხული.
თბილისში გიურზა ძირითადად გვხვდება აფრიკის და ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროპორტის დასახლებაში და ასევე შინდისში.

რა სპეციფიკური ნიშნებით გამოირჩევა გიურზა სხვა ქვეწარმავლებისგან?

რამდენიმე მახასიათებლით შეგვიძლია გიურზა გამოვარჩიოთ სხვა გველებისგან, მაგალითად, აქვს ბევრად სქელი ტანი, არის ნაცრისფერი ზურგზე შავი ნახატებით, შეიძლება სულ შავიც იყოს, მაგრამ ნახატები ზურგზე ემჩნეოდეს, ასევე პატარა ვიწრო კისერი და დიდი სამკუთხედის ფორმის თავი აქვს, თვალის ვერტიკალური გუგით გამოირჩევა და მოკლე კუდით ბოლოში. შხვედრისას ხმამაღლა შიშინი იცის და ანიშნებს ადამიანს, რომ შხამიანი გველია და არ უნდა მიეკაროს.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გიურზამ გვიკბინა?

გიურზას ნაკბენის შემთხვევაში, ლახტის დადება, ამოწვა, დასერვა ასეთი რაღაცები მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. კბენის შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 112-ში, შევეცადოთ არ ვინერვიულოთ და ვიყოთ უძრავ მდგომარეობაში, უნდა მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ წყალი ან ისეთი სითხე, რომელიც არ შეიცავს კოფეინს და ალკოჰოლს. ეს ყველაფერი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და გადააქვს შხამი და ამიტომ ხელისშემშლელია კოფეინის და ალკოჰოლის შემცველი სითხეების მიღება. ყველაზე კარგი საშუალებაა ბევრი წყლის მიღება, წყალი ცილებს შლის და აქედან გამომდინარე ის ეხმარება რაღაც დოზით შხამის განეიტრალებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად ანადგურებს შხამს. უმჯობესია ასეთ დროს დექსამეტაზონიც გამოვიყენოთ.
ანტიგიურზინი საავადმყოფოებში ყველგან არ არის სანამ სასწრაფო რომელიმე საავადმყოფოში მიგვიყვანს, უნდა მოვთხოვოთ ისეთ კლინიკაში წაგვიყვანოს, სადაც არის ანტიგიურზინი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge