Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ზურა ჯაფარიძის წერილი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა

July 13, 2025
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,რომელიც…”- რა ინფორმაციას ავრცელებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე?

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ” – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის წერილშია საუბარი, რომელიც მან 8 ივლისს, დედის გარდაცვალებამდე დაწერა

“ჯაფარამ ეს წერილი 8 ივლისს დაწერა, გუშინ მოვიდა ფოსტით, თუმცა მიხვდებით, რატომ გიზიარებთ ახლა:
ვერ ვიხსენებ რას ვკითხულობდი, როცა კითხვის შემდეგ სიარულის დროს ამ ფიქრებმა წამიღო, მერე დამავიწყდა და რადგან ახლა გამახსენდა, ჩავიწერ, იქნებ რამდენიმე თვეში მათთან დაბრუნება და გადახედვა მომინდეს.
რა არის ის, რამაც შეიძლება გაგტეხოს აქ? დისკომფორტი? ჩაკეტილი სივრცე? მარტოობა? ყველაფერი სისულელეა.
არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ.
ძალიან კარგ ფილმს რომ მთავარი პერსონაჟები გამოაკლო და ისე უყურო, რა მნიშვნელობა ექნება იმას, რაც დარჩება სიუჟეტიდან?
მონატრება, შეცვლილი რუტინა და ყოფითი ამბებიც გასაგებია.
ამათ მიღმა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, გაფიქრებს, რამაც შეიძლება შეგცვალოს?
უსამართლობა.
ოღონდ არა ზოგადად: “ვაიმე, როგორ უსამართლოდ ჩამსვეს”, არამედ, დროის კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ წამში აღსრულებული უსამართლობა.
აი, ე.წ მოსამართლე რომ ჩაქუჩს ურტყმს და ამბობს: 7თვე.
რატომ შე დედამო%$ნულო? რატომ 7? იქნებ 6? 1 თვეში რამდენ რამეს მოვასწრებ იცი? კოსტას წავიყვან ფეხბურთზე 10-12ჯერ და 2-3ჯერ ქაბაბს შევჭამთ ერთად, ვილაპარაკებთ რეალზე და რონალდოზე. იცი რამდენჯერ ვნახავ დედაჩემს? რატომ 7? როგორ დათვალე? რა ფორმულით? 4 წელი და 6თვე? პატარა გიტარისტს. 5 წელი მეორეს. როგორ ითვლით? როგორ წონით?
ანუ, რეჟიმის ზოგადი უსამართლობა კი არა, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი აგდებულ დამოკიდებულებაში გამოხატული უსამართლობა მაგიჟებს.
რა არის ეს? უგულობა? უტვინობა? უსულობა? ყველაფერი ერთად?
სად მიხვალ ამაზე მუდმივი ფიქრით? რომ გაბოროტდე? შეიძლება ალბათ, ახალი ამაში არაფერი იქნება. ვნახოთ რამდენიმე თვეში.
ღმერთი რომ იწამო?:) კარმა?:) იმ ქვეყნად მიეზღვებათ?:) ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეგდოს ერთ ოფშენად.
რომ გაგიჟდე? შანსი არაა? ყველას ეგრე ეგონა ვისაც დაუცურდა? იქნებ უკვე?
კაი, წავედი, კარმუშკა გაიღო: „ზური, აჯაფსანდალი, ხაჭო არაჟნით, წიწიბურა რძეში გვაქვს. ჩაიც არ გინდა?”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge