2 დღის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანი დაჭრეს.
„უბედურება დატრიალდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, ძლივს ამოიცნეს, მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში, ბავშვის ბიძა ვარ, ჩვენ გვიან გავიგეთ, პირდაპირ კლინიკაში მოვედით და მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით, როგორც გვეუბნებიან, ჯერ კომაშია. ეს ვინც ჩაიდინა, ის ადამიანი არაა, 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა“, – აცხადებს არასრულწლოვნის ბიძა „ტვ პირველთან“.