„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „ლელოს“ შესახებ გააკეთა კომენტარი.
„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ ფულზე ევაჭრება და, ზოგადად, მისი ეს არამკაფიო გზავნილები არის იმის ნიშანი, რომ „ლელომ“ ფასს უნდა მოუმატოს. უჩვეულოდ ხელმომჭირნედ იქცევა „ლელო“ სხვა მილიარდერებთან შედარებით, „ტვ პირველიც“ ვერ დაალაგა ჯერჯერობით წესიერად, მისი ჟურნალისტები ბოლომდე ვერ გამორკვეულან საკუთარ გრძნობებში და ხანდახან ბოიკოტი წამოსცდებათ. ვფიქრობ, ეს მკაფიოდ უნდა აღმოიფხვრას, ისევე როგორც პრეზიდენტს უნდა მოემატოს გასამრჯელო „ლელოს“ მხრიდან, ამ შემთხვევაში ის იცეკვებს ზუსტად იმ ცეკვას, რასაც ხაზარაძე შეუკვეთავს. ახლა სათანადოდ არ უხდიან, რომ „შაბაშებზე“ იცეკვოს“, – თქვა ხვიჩიამ.