აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს სამსახურიდან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი შიდა შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გათავისუფლებები სულ, 1 107 საჯარო მოხელესა და 246 დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელს შეეხებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი რეორგანიზაციის გეგმის ნაწილია.
ცვლილებების შედეგად ათასობით ოფისი და ბიურო გაუქმდება, ან შეიცვლება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რეორგანიზაციის ფარგლებში, თითქმის 3 000 თანამშრომელი დატოვებს სამსახურს”, თუმცა ეს რიცხვი გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად, ნებაყოფლობით წასულ პირებსაც მოიცავს.
2025 წლის 22 აპრილს სახელმწიფო მდივნის მიერ პირველად გამოცხადებულ დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი ახდენს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს.
საშტატო ერთეულების შემცირება საგულდაგულოდ იქნა მორგებული არაძირითად ფუნქციებზე, დუბლირებული ან ზედმეტ ოფისებსა და იმ ოფისებზე, სადაც ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ცენტრალიზაციით ან კონსოლიდაციით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა,” – წერია შეტყობინებაში CNN-ის ინფორმაციით.