„ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.
ვიზიტის შესახებ სანიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბრიტანული სანქციების საქმე წინ წავიდა!🇬🇧🇬🇪
უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინს შევხვდით.
საუბრის მთავარი თემა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის სანქციების პოლიტიკის გაგრძელება გახლდათ.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ვისაუბრეთ ქართველი ხალხის ბრძოლასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტპატიმრების საკითხს.
პ.ს. იძახეთ ახლა, ქუჩაში “ვიღაც” ლორდებს ხვდებიანო“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა: „არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ.“