Tuesday, September 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

ეს კადრები იქცა იმის სიმბოლოდ, რომ ნაცები “ეკლესიებს ანგრევენ”… კრიმინალი დააკავეს, მაგრამ… – ჩერგოლეიშვილი

November 12, 2021
ეს კადრები იქცა იმის სიმბოლოდ, რომ ნაცები “ეკლესიებს ანგრევენ”… კრიმინალი დააკავეს, მაგრამ… – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების კადრები ხომ ყველას კარგად გახსოვთ?
ბასილ მკალავიშვილი იყო კრიმინალი, რომელიც მრევლად წოდებული ორგანიზებული ბანდის მეშვეობით, თავს ესხმოდა ჩვენს თანამოქალაქეებს, მათზე ძალადობდა, თმებს პარსავდა, სცემდა, ლიტერატურას უწვავდა, მათი აღმსარებლობის გამო.

მისი გასამართლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ მომავალში მსგავსი მიდრეკილებების პრევენცია მოგვეხდინა და რელიგიურ უმცირესობებს აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონოდათ.

მკალავიშვილის დანაშაულების მტკიცებულებები ვიდეოკადრებად არსებობს.
მაგრამ ვიდეოკადრებად დარჩა მისი დაკავების სცენა გლდანის (?!) ეკლესიაში, ცუდი სცენა, სადაც ბასილი და მისი მრევლი წინააღმდეგობას წევს, ქვებს ესვრის პოლიციას და სადაც პოლიცია თავდაჯერებულად არ იქცევა, უმაღლესი პირების ყოფნა გახდა საჭირო.
ეს კადრები იქცა იმის სიმბოლოდ, რომ ნაცები “ეკლესიებს ანგრევენ” (თუ ეს არა, სხვა სიმბოლო გაჩნდებოდა, საუბრის თემა არაა რატომ გაჩნდა).

კრიმინალი დააკავეს. მაგრამ თემად “ეკლესიის ნგრევა” იქცა.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს მიხეილ სააკაშვილზე (და მე მისი როლი 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების მნიშვნელოვან ნაწილში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მიმაჩნია), მისი გლდანში გადაყვანის ამსახველი კადრები, ისტორიას დარჩება როგორც პუტინისტი მანქურთების ძალადობა საქართველოს (ოდესღაც 96 პროცენტით არჩეული) პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არა სააკაშვილზე.

რუსული მედიის არქივიც ხომ დარჩება ისტორიას.

ზოგადად, ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურად აქტიურმა ხალხმა, გინდ ხელისუფლებაში, გინდ ოპოზიციაში, გინდ მედიაში და აქტივიზმში – შევძლოთ ხოლმე უკან გავიწიოთ, და ყველაფერს დიდ და საშუალო ისტორიულ კონტექსტში შევხედოთ.

ზუმი თუ კარგად მუშაობს, უკეთ აღიქმება”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, 2025-2026 სასწავლო წლის დასვენების დღეები
  • როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში
  • ცნობილია, ადიგენში ავარიის დროს დაღუპული 15 წლის ბიჭის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge