„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ტვ პირველთან“ თბილისის მერის, კახი კალაძის შესახებ საუბრობს.
ხაბეიშვილის თქმით, კალაძეს ივანიშვილთან 2 მილიარდი ლარი აქვს მისატანი და თუ არ მიიტანს, ცუდ დღეში აღმოჩნდება.
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილია – ან მოგკლავთ, ან დაგიჭერთ, ფული მოიტანეთ-რა. ეს კაცი არის აბსოლუტური შლეგი, არაადეკვატური და უნდა ესმოდეს კალაძეს, ღარიბაშვილსაც, ლილუაშვილსაც “დამოკლეს მახვილია” თქვენს თავზე, ამოიღეთ ხმა, თორემ დაგხოცავთ ბიძინა ივანიშვილი. 800 მილიონ დოლარზეა საუბარი, ჩემი ინფორმაციით, 2 მილიარდ ლარამდე თანხაზე, რომელიც პირველ ეტაპზე კალაძემ უნდა მიიტანოს ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ მისი შავი ბუღალტერიის ნაწილი უკვე დასრულებულია, ნახეს რამდენი აქვს პირობითად გატანილი ჩუმად სამშენებლო ბიზნესებიდან, სხვადასხვა “ქოლ-ცენტრებიდან”. კალაძესაც დასაჭერად აქვს საქმე, მის მიმართაც არის გზავნილი – ძმა, ფულს მოიტან და თუ არ მოიტან 800 მილიონ დოლარს, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან აქეთ რიჟვაძის გზას, რომელიც გადის ან სიკვდილზე, ან ციხეზე, ან იარაღზე, ამიტომ, კალაძეს ძალიან მძიმე რეალობა უდგას და მე ეჭვი მაქვს – კახი, ჩვენი დასაცავი გახდები. კალაძე ვერ წყვეტს ვერაფერს, ახლა რომ მიხვიდეთ რაიმე სამშენებლო თემაზე, კალაძე გეტყვით, მე არაფერ შუაში არ ვარ, დამანებეთ თავი. კობახიძე იცავს ახლა კალაძეს, გადაფარებულია პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას კარზე და კალაძე გარიდებულია, დღეს ამბობს, მე არაფერ შუაში ვარ, აქ არის ტყემალაძე და მოდით, მას დაელაპარაკეთ. ტყემალაძის ფუნქციაა, რომ მას მერიის შავი ბუღალტერიაც ესმის, კოეფიციენტებცი ესმის, გრგ-ეც ესმის, მის ხელშია ყველა გადაწყვეტილება გავლილი, მან იცი, როდის რამდენი დაამატებინეს და დააკლეს და კარგად ბუღალტრულად, დოლარებში და ლარებში დაუთვლის, რამდენი აქვს სავარაუდოდო, კალაძეს წაღებული“, – აცხადებს ხაბეიშვილი.