თბილისში, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე, ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
როგორც ირკვევა, შემთხვევას წინ საცხოვრებელ კორპუსში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.