Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები! სამარცხვინოა, როცა ხედავ, როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტს, თან გიმტკიცებს – ვშიმშილობო – ნანა კაკაბაძე

November 12, 2021
სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები! სამარცხვინოა, როცა ხედავ, როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტს, თან გიმტკიცებს – ვშიმშილობო – ნანა კაკაბაძე

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები!

როგორ შეიძლება პირის გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორეში იყოს სამარცხვინო?
სამარცხვინოა სააკაშვილის ქცევა, რომელიც იმ კადრებზეა აღბეჭდილი.

სამარცხვინოა, როცა კადრეში ხედავ, როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტს და ფაფებს პატიმარი სააკაშვილი და თან გიმტკიცებს – ვშიმშილობო.

სამარცხვინოა, სააკაშვილისვე გადაღებული კადრები საკუთარ თავზე, სადაც ცდილობს უკანონოდ შემოპარვა მოტაცებად შეასაღოს ხალხს, რომლის პრეზიდენტიც იყო 9 წელი.

სამარცხვინოა, თვითონ ფორმა შემოპარვის, რომელიც მან აირჩია საზღვრის უკანონოდ გადმოსაკვეთად და არა კადრები, რომელიც ამას ასახავს.

დიახ, სამარცხვინოა, როცა ზრდასრული კაცი დორბლებს ხელით იწმენდს და ცხვირს მკლავებით. სამარცხვინოა, როცა ის ჰალსტუხს ღეჭავს შეშინებული.

სამარცხვინო და ამაზრზენი საყურებელია კადრები, რომელშიც შეშინებული მთავარსარდალი და პრეზიდენტი სააკაშვილი მიწაზე ფორთხავს, როდესაც გმირი ჯარისკაცები რუსეთს ეომებიან ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად.

სამარცხვინოა, ამ მიწის ქვა-ღორღად მოხსენიება იმ პირისგან, რომლის უგნურმა თუ უნამუსო პოლიტიკამ ის მტერს ჩააბარა.

სამარცხვინოა, წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადო, მერე ხალხი რუსთაველზე აზეიმო და დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცები მტერს მიუტოვე უპატრონოდ.

დიახ, სამარცხვინოა, საქართველოს ისტორიის ეს ფურცელი არა იმიტომ, რომ კადრებზეა აღბეჭდილი, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, რომლის ნაწილს დღესაც უჭირს გააზრება, რომელია სამარცხვინო – კადრები თუ კადრებზე აღბეჭდილი სააკაშვილი”, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

https://mix.metronome.ge/23474-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
  • “ხშირად იმეორებენ, რომ მას შარვალი უკუღმა აცვია”- რას წერს საააკშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge