გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მამასახლისოვის, ქავთარაძის, ანჯაფარიძის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.