პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული, მიხეილ სარჯველაძე მივიდა.
ცოტა ხნის წინ კლინიკაში მივიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თორნიკე რიჟვაძე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს “ჯეოჯოსპიტალში” მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.