ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მედიასთან აცხდებს, რომ რამიშვილი თავად გააკეთებს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხს თავად გასცემს.
“მოგვიანებით ბატონი გიორგი გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც მასმედიას აინტერესებს. სხვას ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ , ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.
როგორც შსს აცხადებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.