Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შექმნილ გარემოებათა გამო ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული” – რას წერს რომან გოცირიძე

July 6, 2025
“უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს”-რას წერს რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

შექმნილ გარემოებათა გამო ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პოლიტიკური სპექტრი მძიმედ, მაგრამ სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორი, თითქმის თანაბარი ძალის მქონე არანაცური გაერთიანების წარმოქმნა ლელოსა და გახარიას პარტიის სახით, რომელიც ასევე დაახლოებით ტოლფასი იყო ნაცური წარმოშობის პარტიების ელექტორალური წონისა. ამომრჩეველს მიეცა შესაძლებლობა გამოსულიყო “ან ქოცი ან ნაცის” არჩევანიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად “ოცნების” წისქვილზე ასხამდა წყალს. ბოლო მოვლენებმა დიდი ზიანი მიაყენა პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნების პროცესს. თითქმის ათი წლის წინანდელ მდგომარეობას შეიძლება დავუბრუნდეთ. გახარიამ და განსაკუთრებით ლელომ დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება. ახლაც ე. წ. “კოლექტიური ნაცის” რევანშის მომსწრენი ვართ, რომელსაც აქვს მორალური უპირატესობა მის არამომხრე საზოგადოების თვალშიაც კი.
არჩევნებში გაბრძოლებას ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტები. ეს უნდა მომხდარი ან ყველა მთავარი პარტიის მონაწილეობით ან ყველას უნდა ეთქვა უარი მასზე. რაც ახლა ხდება, არის ყველაზე უარესი. განსაკუთრებით მძიმე საყურებელია შიდა განხეთქილება ლელოში.
როცა დაპირისპირებულები ერთმანეთს სპობენ, გამარჯვებული ვინ გამოდის, ნათელია.
რაც შეეხება იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომელიც ბოიკოტისტების მხრიდან წარმოებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა წინააღმდეგ, თანაც ისეთ ვითარებაში, როცა პოლიტიკური ლიდერები ციხეშია , რომლებმაც შეგნებულად გადაგეს ეს ნაბიჯი, ცილი დასწამო მათ ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებაში, ეძახო მოღალატე და მიაყენო პირადი შეურაცხყოფა, არის ამორალური საქციელი.
სამი თვე დარჩა არჩევნებამდე. შექმნილ გარემოებათა გამო ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული. კამპანია ჩაივლის ოპოზიციის ერთი ნაწილის გადავლით მეორე ნაწილის მიმართ. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ამოცანა არის ზიანის მინიმიზება. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ლელომ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს პარტიის დაშლასაც შეაჩერებს. ამის შემდეგ გახარია რას იზამს ძნელი სათქმელია. იგი ყველაზე თანმიმდევრულია თავის ქმედებებში, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლაც თუ თანმიმდევული იქნება, ეს შეცდომაში გაჭიუტებაში თანმიმდევრულობა გამოვა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს “დაქირავებულები” მეც დამხვდნენ სახლთან” – ვანო თარხნიშვილს თავს დაესხნენ
  • საყურადღებო ინფორმაცია – 15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს
  • “პოლიციელმა 18 წლის ცოლზე იძალადა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა” – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge