საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებას“ მისცა ინტერვიუ, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ფიშერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „რა იყო თქვენი იდეა, როდესაც პარლამენტთან ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს, შიმშლობის აქციის დროს შეხვდით?“
„მივდიოდი ერთ ღონისძიებაზე, სასიამოვნო მიღებაზე საქართველოს ერთ მშვენიერ ადგილას და გავიარე პარლამენტთან. ქალბატონ ხოშტარიას არაერთხელ შევხვედრივარ, მათ შორის გერმანელ ვიზიტორებთან ერთადაც და რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ის არ არის რადიკალი, მოძალადე ადამიანი. მისი პარტია არის ევროპული პარტიების ლიბერალების ჯგუფის წევრი და როცა ჩავიარე, ვიგრძენი ადამიანური და მორალური იმპულსი შევჩერებულიყავი და დავლაპარაკებოდი მას, ვისაც შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. შიმშილობა ძალიან სერიოზული და პოტენციურად ძალიან სახიფათო რამ არის. წინა ღამით, ღონისძიებაზე ვიყავი, როცა მის მიერ შიმშილობის დაწყების ამბავი გავრცელდა და მე დავინახე, რომ ადამიანები იქ ტიროდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომ მას ჰყავს შვილები. ეს იყო მხოლოდ ადამიანური და მორალური იმპულსი“, – თქვა ფიშერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პეტერ ფიშერმა პარლამენტის წინ, მოინახულა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც შიმშილობდა.