რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცადა, რუსეთის პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა,პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.