საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია მადაგონის მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.
ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება”. – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე სამუშაოებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აწარმოებს, რის შემდეგაც საბურთალოს რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელს მოაწყობს და საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.