Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე

July 4, 2025
“მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი იმართება.

პროცესზე პატიმარმა ონისე ცხადაძემ მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა:

“სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი ნეგატიური აზრისგან დაცლით, გულწრფელად გეკითხებით… მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში…

პროკურორი ვაჟა თოდუა: გულწრფელად გისამძიმრებთ.

ონისე: ვის რა ჯანდაბად სჭირდება, მაგრამ მადლობა. გულზე არაფერი არ სჭირდა მამაჩემს. პირველად მამაჩემის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ. ეს დღეები სულ ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ.
სასამართლო არის.. ერთი სერიული მკვლელის. გამოდიოდნენ მის მიერ დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდნენ. ერთი მოკლულის მშობელი გამოვიდა მერე, სასულიერო პირი და იმან უთხრა, გპატიობო. იქ დამთავრდა ყველაფერი.
ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად… მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა…
თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც კი ვნანობ. ასეთი გრძნობა თქვენ არ გაგაჩნიათ? ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანაგრძნობა.
მოსამართლე ნინო გალუსტასვილი: ონისე, მესმის, მაგრამ კორექტულად…
ონისე: არ გესმით. მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ეს ქვეყანა მეცოდება, რომელიც ამოსათრევი გვეყოლება.
მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ არ მეშინოდეს. ჩემზე ნუ იდარდებთ. ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მაქვს თქვენთვის მხოლოდ. ეს მინდოდა, რომ მეთქვა.” – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

შეგახსენებთ, ონისე ცხადაძეს მამა 26 ივნისს გარდაეცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • 🎥16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ერთ-ერთი მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს – როგორია მირზა ლოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • 🎥 „თბილისში, ჭაში ბავშვი ჩავარდა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge