Aljazeera.com-ის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა.
არაბული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან და სატვირთო ავტომობილების ლოდინის დროს მოკლეს.
როგორც აღნიშნული მედია იუწყება, თავდასხმა მოხდა მუსტაფა ჰაფეზის სკოლაზე, რომელსაც ღაზის ქალაქის დასავლეთით იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს.
შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ალ-მავასის რაიონში მდებარე კარავი დაიბომბა, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა.