მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
” მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში შენარჩუნდება გრილი, ღრუბლიანი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა აღინიშნოს.
6 ივლისიდან გამოიდარებს და დაიწყება ცხელი ამინდი, ძირითადად ნალექების გარეშე.“ – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.