Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

აი, მოღლიცინე, მოფილოსოფოსო-მოცინიკოსო ახალგაზრდებს კი ერთს ვეტყოდი… – ზურაბ გურულის მიმართვა

November 10, 2021
აი, მოღლიცინე, მოფილოსოფოსო-მოცინიკოსო ახალგაზრდებს კი ერთს ვეტყოდი… – ზურაბ გურულის მიმართვა

ექიმი ზურაბ გურული, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ნათელი და გასაგები გახდა უკვე ყველაფერი დღეს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს გლდანის ციხის მენტალურ და იურიდიულ გაგრძელებას. ნუღარ შეწუხდებით საგულდაგულოდ დავარცხნილი ფსევდო-ფილოსოფიებით ტირანიაზე, დიქტატურაზე, ჰიტლერზე, სტალინზე და ა.შ.

ნუ გიტყდებათ, ჩემს თაობას მივმართავ, თქვენც ხომ იმ სკოლებიდან მოდიხართ, სადაც ციხის “აბშიაკის” ფულს თქვენი ბუფეტის ფულიდან აგროვებდით; ბარემ აღიარეთ სად დავბრუნდით.

ჰო, ვიცით, რომ ციხე ქურდებისაა და სადაც ციხე გრძელდება, იქაც ყველაფერი მათია.
ჩემს თაობას აწი არაფერი ეშველება, საფლავი თუ გაასწორებს; აი, მოღლიცინე, მოფილოსოფოსო-მოცინიკოსო ახალგაზრდებს კი ერთს ვეტყოდი. –
რუსეთი მარტო პოლიტიკური არჩევანი არ გეგონოთ. ეს კრიმინალური წყვდიადია, თავისი მენტალიტეტითა და წესებით. პანდემია რომ ლამის ყველა ნორმალურ ქვეყანაში დასასრულს უახლოვდება და რუსეთსა და საქართველოში მკვდარი მკვდარზე გააქვთ ჯერ კიდევ, არაფერს გეუბნებათ, რატომ გაქვთ მსგავსი ანტივაქსერული სიბნელე? ჰო ვიცი, გკიდიათ.

თქვენი და თქვენი შვილების მომავალია ის, რასაც რუსული კრიმინალიტეტი “გიშენებთ” საქართველოში; გემბლინგის, ნარკოტრაფიკის და პროსტიტუციის. დანარჩენი ყველაფერი ამ სამი მონსტრის დამხმარე სექტორია უკვე. გაიხედეთ ირგვლივ, ჰკითხეთ თანატოლებს, სად მუშაობენ და საიდან აქვთ შემოსავალი.
მაგ ჭაობს ფსკერი არა აქვს, იცოდეთ და ვერავინ დაუსხლტებით; არ გქონდეთ მაგის იმედი.

ჩემმა თაობამ უკვე იხილა კრიმინალების რევანში; თქვენ ისევ დააბრუნეთ თქვენი აგდებული გულგრილობით. გესმით ყიჟინა გლდანის ციხიდან? ქუჩებშიც გაიგებთ მაგას და არცერთს არ გისურვებთ რომ პირისპირ გადაეყაროთ.

ცოტა ვინც აზროვნებთ და მსოფლიო პოლიტიკას თვალყურს ადევნებთ, მიხვდებოდით უკვე რა პოლიტიკა აირჩია განვითარებულმა დასავლეთმა ჩვენნაირი ქვეყნების მიმართ. აღარავინ აპირებს “თალიბანთა” გამოსწორებასა და დასჯას, პირიქით, “თალიბანებს” ჩააბარეს თავიანთი ქვეყნები სამართავად. თქვენი არჩევანი ეგ არის და კისერიც გიტეხიათო.

იმედია ხვდებით, ავღანელებთან შედარებით ცოტათი უფრო მოდერნიზებული თალიბანი რომ მართავს თქვენს ქვეყანას. თუ პროტესტი გაგიჩნდებათ ამაზე, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ხალხი წყვეტს თქვენს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხს, თუ ერთი კაცი, ან მისი ლაქიები.

ვისაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ და გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვისაც, რომ განათლება, თავისუფლება და ჯანმრთელობა გქონდეთ წესიერ ქვეყანაში და არა ნარკოტიკებში, პროსტიტუციაში, გემბლინგში და სასოწარკვეთაში დაყვინთოთ. კარგად მოუსმინეთ ციხის ყიჟინს გლდანიდან და იქნებ ცოტათი მაინც დაფიქრდეთ.
იფიქრეთ…”,
– წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასტროლოგები ასახლებენ 2 ნიშანს, რომლებიც ბედისგან უხვ საჩუქრებს მიიღებენ
  • მნიშვნელოვანი სიახლე გაზის და შუქის ტარიფებთან დაკავშირებით
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge