Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ფულის ხამი, უნიჭო მსახიობი და მედროვე ნაძირალაა – გვარამია სხირტლაძეზე

November 9, 2021
ფულის ხამი, უნიჭო მსახიობი და მედროვე ნაძირალაა – გვარამია სხირტლაძეზე

“მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე, მსახიობისა და შოუმენის დემეტრე (დუტა) სხირტლაძესთან დაკავშირებით ირონიის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. გვარამიას უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების ფონზე, სხირტლაძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ცეკვავენ ვარსკვლავებს” უძღვებოდა.

“გაიცანით, დუტა სხირტლაძე.
2021 წლის 8 ნოემბერი – ტვ – “იმედზე” მიყავს “ცეკვავენ ვარსკვლავები”.
2007 წლის 8 ნოემბერი – “რუსთავი 2” -ზე მიყავდა “ჯეოსტარი”.
ის იგივეა, მარად და მარად”, -დაწერა გვარამიამ “ფეისბუქზე”.

აღნიშნულის საპასუხოდ ამავე პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელმა ანუკა მანჯგალაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს მიმართა:

“მაპატიეთ, მაგრამ ლოგოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს… ყველამ რომ მისი საქმე აკეთოს ამ ქვეყანაში და პოლიტიკოსობა არ დაიბრალოს, ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით… ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს, იტყუება და ა.შ… მათი კრიტიკა გასაგებია და ლოგიკურია… რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, თუმცა, ყველასი არა!..

მართლა ნუ შეუწყობთ ხელს ორად გახლეჩის სტრატეგიას… რომელიც რუსეთს და პუტინს უნდა – ერთმანეთი რომ დავხოცოთ ქართველებმა.

ბევრი მუშაობდა სამთავრობო არხებზე, მათ შორის პოლიტიკურ გადაცემებში და დაკვეთებსაც ასრულებდა წარმატებით, თუმცა, დღეს ოპოზიციური ტელევიზიების წამყვანი სახეები არიან… ნეტავ, როდის ეღირსება ჩვენს ქვეყანას რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა , ნორმალურად თანაცხოვრება ვისწავლოთ… მესმის ბრძოლაში ხართ და გიჭირთ, მაგრამ გთხოვთ იქნებ შეიკავოთ თავი, ყველა დამნაშავე არ არის”, – დაწერა მანჯგალაძემ, რასაც გვარამიამ შემდეგნაირად უპასუხა:

“რა ლოგო, რა სამთავრობო არხი, ახლა “ცეკვავენ ვარსკვლავები” უნდა გადიოდეს? ან მიგყავდეს, ან ცეკვავდე?!

ან ნიჭიერი რატოა, ან სამშობლოზე გულანთებულობა ცხოვრების რომელ ეპიზოდში შეატყვეთ? რეებს ბოდავთ მართლა?! ყალბი და ფარისევლური ყველაფერი საძულევლია
 ამ დროს ერთი ფულის ხამი, უნიჭო მსახიობი და მედროვე ნაძირალაა”, – წერს გვარამია Facebook-ზე.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხრიდან დუტა სხირტლაძის მისამართით გამოთქმული პოზიცია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა.

https://mix.metronome.ge/23329-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასტროლოგები ასახლებენ 2 ნიშანს, რომლებიც ბედისგან უხვ საჩუქრებს მიიღებენ
  • მნიშვნელოვანი სიახლე გაზის და შუქის ტარიფებთან დაკავშირებით
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge