მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ინიციატივით გამოდის:
“გამოვდივარ ინიციატივით, საზოგადოებისთვის ცნობილმა და საყვარელმა (როგორიც მე ვარ) სახეებმა უმასპინძლოს აცრის ვიზიტს.
ამისთვის საჭიროა:
1. დასტური აცრის ობიექტიდან
2. მსურველების სოც.ქსელებში შეგროვება
3. დახვედრა აცრის პუნქტში დოლ-გარმონით და მათი გართობა
ამაზე მეტი რა უნდა ვქნათ…
#ჯანდაცვისსამინისტრო, მუჭო რექ კატუ”, – წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.
