Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, დამიჯერეთ ხოლმე! – საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივართ – ფხაკაძე

November 9, 2021
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა… – გიორგი ფხაკაძე

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ , „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ პირებს კი , 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის კვლავ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული.

60 წლის ზემოთ პირები კი, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან , 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.
ბუსტერ დოზის გაკეთება 10 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 2 010 783 აცრაა ჩატარებული.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას”, – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ სიახლეს “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…

დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძეს ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი, მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება. ოღონდ დაგვიანებით და იქ სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან წავარტყით ცხვირი, სამწუხაროდ.

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:

ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ).

გადასვლა ერთ ვაქცინაზე ((Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Moderna) ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა. 

სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში.

სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს აგებული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)

არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!

ყველაფერი ჩვენს ხელშია!

აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ კარგი იქნება”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge