Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ამ ჯალათის გვარი უნდა გავიგო და მსოფლიოს გავაგებინო! – შენ, ვინც ხარ, ერთ რამეს გეტყვი – ელისო კილაძე

November 9, 2021
ამ ჯალათის გვარი უნდა გავიგო და მსოფლიოს გავაგებინო! – შენ, ვინც ხარ, ერთ რამეს გეტყვი – ელისო კილაძე

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: “აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში”. მისივე განცხადებით, მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

აღნიშნულს ჟურნალისტი ელისო კილაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნარიად ეხმაურება:

“ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო და თან გინება ვინც მიაყოლა პატიმარ სააკაშვილს, – ამ ჯალათის გვარი უნდა გავიგო და მსოფლიოს უნდა გავაგებინო!

შენ კი ვინც ხარ ერთ რამეს გეტყვი-ბუმერანგია ცხოვრება! შენზე კუნთმაგარი ზონდერები მუშაობდნენ მაგ ციხეში და ზოგი გაქცეულია,ზოგიც საკანში ზის!”, – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მასზე ფიზიკურად იძალადეს, კერძოდ, მანქანიდან იძულებით გადაიყვანეს და კისერში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ექს-პრეზიდენტი წერს, რომ სწორედ ამ დროს გაუწია წინააღმდეგობა.

“გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა”, – წერს სააკაშვილი.

გუშინ, 8 ნოემბერს, საღამოს, ყოფილი პრეზიდენტი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო თუ სად და რა ვითარებაში წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ექს-პრეზიდენტი ამბობს, ის გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააჟღერა. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი თავისი ხელით ალაგებს პირად ნივთებს და ტოვებს დაწესებულებას.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უწყების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა. ამ ფაქტს ბრეგაძის თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება. მისივე მტკიცებით, რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ დარღვეულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს უნდა იცოდეს ყველამ, როგორც გარეთ, ისე შიგნით…” – რას წერს გიორგი გამსახურდია
  • “ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლისგან მორიგ ჯერზე მოვისმინეთ, რომ დასავლეთის ჯაშუშებად გვთვლის ყველას – რანაირად ჯდება უცხო ქვეყნის გავლენის არავრცელების სტრატეგიაში რეჟიმის ხელდასხმით, ირანის გავლენის ქსელის გავრცელება?” – გიგა ბოკერია
  • ომბუდსმენი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ შორის, დაწესებულებაში მყოფი ალეკო ელისაშვილი მოინახულა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge