აქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრა.
მან სოლიდარობა გამოუცხადა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებს და ასევე გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება, თუმცა მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
„გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას.
ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას, იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან.
მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ძალიან ვაფასებ იმას, რომ არ თანამშრომლობენ არალეგიტიუმრ პარლამენტთან. ძალიან განვიცდი, რომ ნიკა მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე [არიან ციხეში]. იუსტიციის სახლის ბევრი პროექტი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი, გიორგი ვაშაძის მონაწილეობით არის შექმნილი, ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში და ვინ უშვებს? სრულიად არარაობები“, – განაცხადა სააკაშვილმა.