მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული აკადემიკოსის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“2×2=4 ამის მტკიცება რომ გვიწევს, ამიტომაა სააკაშვილი სატანობაში ვირტუოზი. რა აზრი აქვს შიმშილობას, თუ „სიცოცხლისთვის აუცილებელ“ საკვებს ან მედიკამენტს, დასალევს თუ დასაღეჭს, ჯანდაბას თუ დოზანას მიიღებ?
ან რა აზრი აქვს ელენე ხოშტარიას სოლიდარულ ნაბიჯს და სააკაშვილის ფილიალის პარლამენტში გახსნას მაშინ, როდესაც იგივე სოლიდარული ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს – ჯანმრთელობის გამო, ვერ ვიშიმშილებ, თუმცა ფეხს არასდროს მოვიცვლი რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, მაგრამ ღამ-ღამობით სახლში დავიძინებო?!
თვალებში ნაცრის შეყრა გამიგია, მიჩვეულებიც ვართ, მაგრამ ასეთი რამ სადმე მომხდარა? „კაცი“ ამბობს – თქვენ რომ გგონიათ ვჭამ-ვსვამ, სინამდვილეში, წამალს ვიღებ, რომ არ მოვკვდე, მაგრამ მთავარია, ვშიმშილობ და მალე მოვკვდებიო! ვინაა ეს სატანის მოციქული, მოუშორებელი ჭირი, „მაოხრებელი მკვდარი“, უბრალოდ, ვერ გავიგე!!! ვერც ის გავიგე, საბოლოოდ, ვიტირო თუ ვიცინო”, – წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
