“74 ადამიანი მოკვდა, სანამ ვინ რამდენი ფაფა ჭამა, მაგას ვარჩევდით. მანამდე ოდნავ ნაკლები, წინა დღესაც მაგდენივე. ძალიან დაშორებულია ერთმანეთს პოლიტიკური “ელიტის” და ამომრჩევლის დღის წესრიგი. ეს ყველაფერი ჩანს და არჩევნების შედეგებზეც აისახება – ასე “ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე კორონავირუსის დღევანდელ სტატისტიკას ეხმაურება.
ამასთან, ჩერგოლეიშვილი წერს, რომ “ევროპული საქართველო” აკეთებს მედიას, სადაც “პოტენციურ ამომრჩეველს მაინც ესაუბროს იმ თემებზე, რაც უშუალოდ მათ აწუხებთ.”
“პ.ს. ევროპულმა საქართველომ თავისი მედია უნდა გააკეთოს, რომ თავის პოტენციურ ამომრჩეველს მაინც ესაუბროს იმ თემებზე, რაც უშუალოდ მათ აწუხებთ. სხვა გამოსავალი არაა და ვაკეთებთ – ვებიც ამის ნაწილია, პოდკასტსაც გავაკეთებთ – ეგებ მასე შევძლოთ მეინსტრიმ მედიის აურზაურის აცილება”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
