აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, „ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება.“
„ისრაელი ირანს თავს არ დაესხმება, ყველა თვითმფრინავი შემობრუნდება და სახლში დაბრუნდება და [პილოტები] ირანს თვითმფრინავებით მეგობრულად მიესალმებიან. არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! მადლობა თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, დილით შტატების ლიდერმა დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ისრაელი ძალით უპასუხებს.