ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იტყობინება, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ირანს ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ.
„თუ ისრაელი შეცდომას დაუშვებს, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, ისევე როგორც ომის შეჩერებამდე ერთი საათით ადრე“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მათი მიმართულებით ბალიტიკური რაკეტები გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ამით ირანმა დაარღვია შეთანხმება და ის უნდა ელოდოს საპასუხო ქმედებებს.