თბილისის მერმა, კახი კალაძემ მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის. ეს ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ [ჟურნალისტები] აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაც კადრულობთ…“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, ახალი კანონპროექტის თანახმად, მედიის წარმომადგენლებისთის იზღუდება: