Saturday, June 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პირველი კომენტარი – როგორ ეხმაურება გიორგი ვაშაძე მისთვის პატიმრობის შეფარდებას?

June 24, 2025
პირველი კომენტარი – როგორ ეხმაურება გიორგი ვაშაძე მისთვის პატიმრობის შეფარდებას?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულს გიორგი ვაშაძე უკვე გამოეხმაურა.

„მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება და საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდელს, ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს, გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბევრმა პატრიოტმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა მე გავდივარ და გადიან ჩემი მეგობრები, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში არიან, „სინდისის პატიმრებიც“. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!

ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ, შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ჩვენს გატეხას ვერასდროს ვერ შეძლებთ. გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! ადამიანები ხართ, რომლებიც საპოლიციო რეჟიმს ხართ ამოფარებული, ქუჩაში გასვლის და ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სადაა საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი, რაც გააკეთეთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური და „სინდისის პატიმრებით“.

მინდა მივმართო საზოგადოებას: ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავაჩქაროთ გამარჯვება“,- აღნიშნა ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • „აიათოლა ალი ხამენეი სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე, ამის ნაცვლად კი მან…” – რას წერს დონალდ ტრამპი?
  • მთავარეპისკოპოსს პატიმრობა შეეფარდა – სომხეთში დაპირისპირება გრძელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge