უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.
Eurostat-ის 2025 წლის 18 ივნისის მონაცემების თანახმად, ის რეალური ინდივიდუალური მოხმარების (AIC) მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე ბოლო ადგილზეა.
ანგარიშის თანახმად, უნგრული ოჯახები ამჟამად ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 72%-ს მოიხმარენ, რაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამასთან, ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, რეალური ცხოვრების დონით, უნგრეთს პოლონეთი დაახლოებით 13 პროცენტული პუნქტით უსწრებს და მისი AIC ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 85%-ს შეადგენს.
ასევე უნგრეთს უსწრებს ლუქსემბურგი, რადგან ის ამჟამად ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე ფაქტობრივი ინდივიდუალური მოხმარებით (AIC) ლიდერობს, შემდეგ მოდის ნიდერლანდები 120%-ით და გერმანია 118%-ით.