ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ქალაქ ბეერ შევეს რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.
რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებულები, რათა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა შეძლონ.
ცნობისთვის, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.