პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსა და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს მიმართავს
“ტერორი საქართველოში: სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი სასჯელის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“! – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.