გუშინ, სირიის დედაქალაქ დამასკოში ტერორისტმა ეკლესიაში თავი აიფეთქა. შემთხვევა დუეილას უბანში მდებარე ელიას ეკლესიაში ღვთისმსახურების მიმდინარეობისას მოხდა.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაშავდა 63 ადამიანი.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
“ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.